Wednesday, April 22, 2015

დრე მეცხრე

მოვისმინეთ პროექტები დავსვით კითხვები, მივეცით ერთმანეთს რჩევები. ჩავაბარეთ ჩვენი რჩევები. სანამ ამ ტრენინგზე მოვხვდებოდიბი ჩემი წარმოდგენა ცოტა ბუნდოვანი იყო, მე ვთვლი რომ ბევრი რამ ბახალი და საინტერესო გავიგე, რომელსაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ.

Saturday, April 18, 2015

დღე მერვე

გავეცანი ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარებათ სწორედ განსაზღვრონ პრაქტიკული და შმოქმედებითი უნარ-ჩვევები. ვისწავლე პორტფოლიის მონიშვნა ჩვენს გვერდზე. მეტად რთული დღე იყო.....

Thursday, April 9, 2015

დღე მეშვიდე

საკმაოდ რთული დღე იყო, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან ყოველივე შესწავლილი დამეხმარება დასახული მიზნის უკეთ მიღწევაში, დღეს გავეცანი როგორ გამოვიყენო მოსწავლეთა შეფასების რუბლიკები, ვისაუბრეთ უკუკავშირის დამყარებაზე, გავერკვიე უკუკავშირის მნიშვნელობაში ნაშრომის გაუმჯობესებისათვის. სამომავლოდ ვეცდები, რომ გამოვიყენო ისეთი შეფასების რუბლიკა , რომელიც მოსწავლეს დაეხმარება მეტი ინიციატივა გამოიჩინოს სწავლის პროცესში, რაც განუვითარებს მას თვითრეგულიზაციის, საკუთარი თავის მართვის და რეფლექსიის უნარს.

Monday, April 6, 2015

დღე მეექვსე

დღევანდელი დღე იყო ძალიან შრომატევადი მაგრამ საინტერესო.... განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი, გავიგე სწავლების ხელშეწყობისათვის როგორ უნდა დავგეგმო გაკვეთილები მოსწავლეთა ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გავითვალისწინებ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს. იმედი მაქვს, რომ ყოველივე შესწავლილი დამეხმარება სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში.

დღე მეექვსე

ძალიან დავიღალე........... განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი, იმედი მაქვს, რომ ყოველივე შესწავლილს გამოვიყენებ სამომავლოდ.......

Sunday, April 5, 2015

დღე მეხუთე

საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი  დღე, განვიხილეთ საავტორო  უფლებები და საპრეზენტაციო  ფაილებს.  აგრეთვე  ვიმუშავეთ Power point -ში.
  შევეცდები დავიცვა საავტორო  უფლებები .ყველაფერი რაც შევისწავლე დამეხმარება მოსწავლეთა მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში და უკეთესი სასწავლო შედეგების  მიღწევაში.

Saturday, April 4, 2015

დღე მეოთხე

საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,  განვიხილეთ      შეფასების დროის სქემა, შეფასების ხუთ  მიზანს და მის მნიშვნელობას და მიზნობრიობას სტანდარტთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სკოლაში.
    ვფიქრობ ყოველივე შესწავლილი დამეხმარება აქტივობების შეფასებაში თუ როგორ მოვარგო აქტივობები პროექტის მუშაობის პროცესს.